E. custom regime: „import“ (will let in the free circulation) საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის მუდმივად დატოვება ამ ტერიტორიაზე, მისი გატანის ვალდებულების გარეშე. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტი) ითვალისწინებს: კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახდელების გადახდას; ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა დაცვას (საქართველოს „საბაჟო კოდექსი“, მუხლი 11).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]