1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

საბაჟო რეჟიმი „საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა“

E. custom regime: „storage of commodities in custom warehouse/station“
საქართველოში შემოტანილი ან/და გასატანი საქონლის შენახვა საბაჟო კონტროლით, ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა გამოუყენებლად. საქონელი საბაჟო საწყობში შენახვის რეჟიმში შეიძლება ინახებოდეს ერთ წლამდე ვადით. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საქონელი უნდა მოექცეს სხვა საბაჟო რეჟიმში. საქონლის შესანახად გამოიყენება სპეციალურად მოწყობილი სათავსები - საბაჟო საწყობები. საბაჟო საწყობი შეიძლება იყოს ღია, რომელიც გამოსაყენებლად ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის, და დახურული, რომელიც გათვალისწინებულია განსაზღვრულ პირთა საქონლის შესანახად. დახურული საბაჟო საწყობები შეიძლება შეიქმნას კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე. საბაჟო საწყობების მფლობელები შეიძლება იყვნენ საბაჟო ორგანოები ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმოები, რომელთაც აქვთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემული ნებართვები საბაჟო საწყობების საქმიანობების განსახორციელებლად. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა გაიცემა 3 წლის ვადით. საბაჟო საწყობში შენახულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მესაკუთრეს, მფლობელს ან მათ მიერ უფლებამოსილ პირს. საბაჟო ორგანოს ნებართვის გარეშე საბაჟო საწყობიდან საქონლის გატანის ან საქონლის დაკარგვის შემთხვევაში საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობის მფლობელს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა შესაბამისი საბაჟო გადასახდელი თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში ამ საქონლის გაფორმებისას (საქართველოს „საბაჟო კოდექსი“, მუხლი 20).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9