1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

საბაჟო რეჟიმი „ტრანზიტი“

E. custom regime: „transit“
საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების უცხო სახელმწიფოთა (ან ერთი სახელმწიფოს ტერიტორიულ ერთეულებს) შორის გადაადგილება საქართველოს ტერიტორიის გავლით საქონლის მიმართ ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა გამოუყენებლად. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებული საქონელი და\ან სატრანსპორტო საშუალებები უნდა:
ა) დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რაც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით და არ უნდა გამოიყენებოდეს რაიმე სხვა მიზნით, ტრანზიტის გარდა;
ბ) მიეწოდოს გასასვლელ საბაჟო ორგანოს შემოსასვლელი საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილ ვადებში, სატრანსპორტო საშუალებათა შესაძლებლობების, დასახული მარშრუტისა და გადაზიდვის სხვა პირობების გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს ათი დღისა. საქართველოს საბაჟო ორგანოს ნებადაურთველად საქონლისა და\ან სატრანსპორტო საშუალებების გაცემის, დაკარგვის ან გამშვებ საბაჟო ორგანოში მიუტანლობის შემთხვევაში გადამზიდველმა უნდა გადაიხადოს საბაჟო გადასახდელები საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო რეჟიმის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დანაკლისი მოხდა ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგების შედეგად, ან თუ საქონელი და\ან სატრანსპორტო საშუალებები განადგურდა ან დაიკარგა ავარიისა თუ დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად (საქართველოს „საბაჟო კოდექსი“, მუხლი 15).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9