1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

საბაჟო შეღავათები

E. exemptions from custom duty
უპირატესობა, რომელიც ეძლევა იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს საქონლის ქვეყანაში შემოტანისას ან ქვეყნიდან გატანისას. საბაჟო კონტროლს არ ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წევრები. უცხოეთში საქართველოს დიპლომატიური და დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი, მათი თანმხლები ოჯახის წევრები, მათი ბარგი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, საქართველოში უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) და მათი ბარგი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. აგრეთვე შეიძლება მოხდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცალკეული პირის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გათავისუფლება საბაჟო კონტროლისაგან, თუ ეს შეესაბამება საქართველოს ინტერესებს (საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 139, 140).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9