1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

საგადასახადო აღრიცხვა

E. tax accounting
გადასახადის გადახდისათვის შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა, რომელიც წარმოებს დარიცხვის ან საკასო მეთოდით - იმ პირობით, რომ იგი ერთსა და იმავე მეთოდს გამოიყენებს საგადასახადო წლის განმავლობაში. დარიცხვის მეთოდის გამოყენებისას შემოსავლის მიღების მომენტად ჩაითვლება საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის მომენტიდან 90 დღის შემდგომი პერიოდი, ხოლო თუ განაღდება წარმოებს უფრო ადრე, მაშინ - განაღდების მომენტი. გადასახადის გადამხდელმა, რომელიც იყენებს აღრიცხვის საკასო მეთოდს, შემოსავალი უნდა აღრიცხოს მისი მიღების ან მისი გამოყენებისა და განკარგვის უფლების მოპოვების მომენტში და ხარჯების დაქვითვა მოახდინოს განაღდების შემდეგ (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, თავი 9).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9