E. insurance occasion/accident 1. მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას (საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“, მუხლი 2.კ);
2. შემთხვევა, რომლის შედეგად წარმოიშობა მზღვეველის ვალდებულება დადგენილი წესის შესაბამისად დაზღვეულზე გასცეს სადაზღვევო გასაცემლები („სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 4).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]