1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

საერთაშორისო რეზერვები (ოფიციალური)

E. international official reserves
ეროვნული ბანკი ფლობს, ინახავს და მართავს ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებს, რომლებიც შედგება ყველა ან ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი აქტივებისაგან, ულიკვიდო აქტივების ან იმ აქტივების გამოკლებით, რომლებიც წარმოადგენენ სავალო ვალდებულებების უზრუნველყოფის საშუალებებს, ან ნებისმიერ სხვა აქტივებს, რომელთა რეალიზება სხვადასხვა მიზეზის გამო ეროვნულ ბანკს არ შეუძლია უმოკლეს ვადაში. ასეთია:
ა) ოქრო;
ბ) უცხოური ვალუტა ბანკნოტებისა და მონეტების სახით, საზღვარგარეთ საბანკო ანგარიშებზე რიცხული უცხოური ვალუტის ნაშთები;
გ) ნებისმიერი სხვა საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სარეზერვო საშუალებები, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან სახსრების შეძენის უფლება სარეზერვო ტრანშის ფარგლებში და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნასესხობის სპეციალურ უფლებათა საქართველოს კუთვნილი მარაგი;
დ) უცხოური ვალუტით გამოხატული და ასანაზღაურებელი გადასაყვანი და მარტივი თამასუქები;
ე) საზღვარგარეთის სახელმწიფოებისათვის, ცენტრალური ბანკების ან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოშვებული ან გარანტირებული სავალო ვალდებულებები უცხოური ვალუტით გამოხატული და ასანაზღაურებელი ფორვარდული კონტაქტები და შეთანხმებები ფასიანი ქაღალდების შეძენის შესახებ მათი შემდგომი გამოსყიდვით. ეროვნული ბანკი ყველაფერს ცდილობს საერთაშორისო რეზერვების იმ დონეზე შენარჩუნებას, რომელსაც იგი საკმარისად მიიჩნევს სახელმწიფოს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებისა და საერთაშორისო ოპერაციების მიხედვით დროული ანგარიშსწორებისათვის („საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 50).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9