1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადი

E. tax on motor road for general use
საქართველოს საგზაო ფონდში სავალდებულო შესატანი, რომელსაც იხდის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მეწარმეები, მათ შორის: ყველა მეწარმე, რომელიც ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანას და ტვირთის გადაზიდვას - ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციით მიღებული შემოსავლების 2,0% ოდენობით; კომერციული საბანკო დაწესებულებები - გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების 0,5% ოდენობით; მეწარმენი, რომლებიც ეწევიან სავაჭრო და საშუამავლო საქმიანობას - საქონელბრუნვის 0,1% ოდენობით; მეწარმენი, რომლებიც ეწევიან სხვა საქმიანობას, გარდა ზემოაღნიშნული პუნქტებით განსაზღვრულისა - წარმოებული პროდუქციის შესრულებული სამუშაოების და გაწეული მომსახურების მოცულობის 1% ოდენობით. მეწარმენი, რომელთა სამრეწველო, სავაჭრო, ფასიანი მომსახურებისა და სხვა დანიშნულების ობიექტები განლაგებულია საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიმდინარე ზოლში (დასახლებულ პუნქტებში გზის ღერძიდან 50 მეტრის, ხოლო დაუსახლებელ მონაკვეთებზე - 100 მეტრის მანძილზე) და რომლებიც ახორციელებენ მგზავრთა და მძღოლთა მომსახურებას საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადს იხდიან განაკვეთის გაორმაგებული ოდენობით (მხოლოდ ამ ობიექტების მიერ გამოშვებული პროდუქციის, შესრულებული სამუშაოებისა და გაწეული მომსახურების მოცულობიდან) („საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 4).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9