E. reason for removing from secret information list ცნობებისათვის საიდუმლოობის გრიფის მოხსნის საფუძველია:
ა) საქართველოს მიერ საერთაშორისო ვალდებულებების აღება იმის თაობაზე, რომ ღიად იქნეს გაცვლილი ცნობები, რომლებიც ადრე სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა;
ბ) ობიექტური გარემოების შეცვლა, რომლის შედეგადაც აღარ არის საჭირო დაცული იქნეს ის ცნობები, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა;
გ) დადგენილი ვადის გასვლა;
დ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წარდგინება კონკრეტული ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მოხსნის შესახებ (საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, მუხლი 17).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]