E. supervisory board of bank აქციონერთა საერთო კრების მიერ 4 წლის ვადით, სულ მცირე 3 და არა უმეტეს 21 წევრისგან შემდგარი საბჭო (წევრთა საერთო რაოდენობა კენტი უნდა იყოს), რომელიც უზრუნველყოფს ბანკის საქმიანობაზე ზედამხედველობას. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის გარდა, მხოლოდ საბჭოს თანხმობით შეიძლება განხორციელდეს: ახალი სახის საბანკო საქმიანობის დაწყება ან არსებული სახის შეწყვეტა; საკრედიტო, საინვესტიციო, სავალუტო აქტივებისა და ვალდებულებების მართვის, აქტივების შეფასების, მათი კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების ადეკვატური რეზერვის შექმნის შიდა პოლიტიკისა და პროცედურის განსაზღვრა და დამტკიცება; ბანკის მიერ საკრედიტო რესურსებზე და დეპოზიტებზე გამოსაყენებელი მინიმალური საპროცენტო განაკვეთების ოდენობის განსაზღვრადა დამტკიცება; კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული აქციების გამოსყიდვა (საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“, მუხლი 14.).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]