E. incompatibility for membership of supervisory board of bank სამეთვალყურეო საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს და აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით საბჭოდან უნდა გამოყვანილ იქნეს პირი, რომელიც:
ა) არის სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი საქართველოში რეგისტრირებული სამზე მეტ საწარმოში;
ბ) არის სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატისან სარევიზიო კომისიის წევრი საქართველოში რეგისტრირებულ სხვა რომელიმე კომერციულ ბანკში, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში;
გ) არის ბანკის მოსამსახურე;
დ) კანონის შესაბამისად არ არის უფლებამოსილი დაიკავოს ადგილი სამეთვალყურეო საბჭოში;
ე) გამოცხადებულია გაკოტრებულად (საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“, მუხლი 14).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]