1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

საოპერაციო ხარჯები

E. operational costs
საერთაშორისო ბუღალტრული აღრიცხვის პრაქტიკის უნივერსალური ტერმინი, რომელიც ახასიათებს საერთო საფირმო ხარჯების ვრცელ ნომენკლატურას. იგი პირდაპირ - საწარმოო (ნედლეული, სათბობი, საწარმოო პერსონალის შრომის ანაზღაურება) და საფინანსო (კრედიტის პროცენტი) დანახარჯებთან ერთად ქმნის კომპანიის საქმიანობის საერთო თვითღირებულებას განსაზღვრულ პერიოდში. საოპერაციო ხარჯებში შედის ასევე „ადმინისტრაციული და სავაჭრო ხარჯები“. სამმართველო აპარატის შრომის ანაზღაურება, მართვისა და გასაღების ორგანიზაცია, წარმომადგენლობითი ხარჯები, გარეშე კონსულტანტების ანაზღაურება, მარკეტინგი, რეკლამა, გამოკვლევა, სალიზინგო და სარენტო გადასახდელები და სხვ. გარდა ამისა საოპერაციო ხარჯებს მიეკუთვნება ძირითადი საშუალებების ამორტიზაცია. ასევე, მათი რემონტის, მომსახურებისა და განვითარების ხარჯები. საოპერაციო ხარჯები გამოიყენება თვითდაფინანსების, ასევე დაჩქარებული ამორტიზაციის, „წარმომადგენლობითი ხარჯების”, რეკლამის არანორმირებული ხარჯების და სხვათა ხარჯზე საგადასახადო დაბეგვრიდან ლეგალურად და არალეგალურად თავის არიდების ეფექტიან ინსტრუმენტად. კომპანიის წლიურ საფინანსო ანგარიშგებაში საოპერაციო ხარჯების განზოგადებული მაჩვენებელი, როგორც წესი, მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში შეიძლება ნაჩვენები იყოს ორი ძირითადი მუხლის სახით - „ადმინისტრაციული და სავაჭრო ხარჯები“ და „ძირითადი კაპიტალისა და არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია“. ამ მუხლის გარდა მსხვილი კომპანიები ცალკეულ შემთხვევაში ცალკე გამოყოფენ რეკლამის, სარენტო და სალიზინგო გადასახადის ხარჯებს.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9