1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

სარჩელი

E. suit
სამოქალაქო პროცესში დარღვეული თუ სადავო უფლების ან სხვა კანონიერი ინტერესის სასამართლო წესით დაცვის შესახებ მოთხოვნა, რომელიც წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის აღძვრის საფუძველს. სარჩელი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. მასში აღინიშნება სასამართლოს დასახელება, მოსარჩელის ვინაობა და მოთხოვნა, მოპასუხის ვინაობა, სარჩელის ფასი და კანონით გათვალისწინებული სხვა მონაცემები. მოსამართლე ვალდებულია სარჩელის ჩაბარებიდან ხუთი თვის განმავლობაში გამოიტანოს განჩინება ამ სარჩელის მიღების შესახებ. მოსამართლე არ მიიღებს სარჩელს, თუ იგი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას, საქმე არ არის ამ სასამართლოს განსჯადი, სარჩელი შეიტანა ქმედუუნარო პირმა და ა.შ. თუ დადგინდება, რომ სარჩელი შეტანილია კანონში მითითებული პირობის დარღვევით ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას სარჩელის უმოძრაოდ დატოვების შესახებ, რასაც აცნობებს მოსარჩელეს. ასეთ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 177-187).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9