1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

სასამართლო უზენაესი

E. Supreme Court
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლო. უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში, პირველი ინსტანციით განიხილავს კანონით განსაზღვრულ საქმეებს, ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის 63-ე, 64-ე და 88-ე მუხლებით და კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. უზენაეს სასამართლოში იქმნება:
ა) სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია;
ბ) სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა;
გ) ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა;
დ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;
ე) დიდი პალატა;
ვ) პლენუმი. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია პირველი ინსტანციით განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კანონით საქართველოს უზენაესი სასამართლოს განსჯადია. უზენაესი სასამართლოს პალატა არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც საპროცესო კანონით დადგენილი წესით განიხილავს საკასაციო საჩივრებს საქართველოს რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. იგი კანონით დადგენილი წესით ახდენს განაჩენის და სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვას ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო. უზენაესი სასამართლოს პალატა გარდა დიდი პალატისა, საქმეებს განიხილავს სამი მოსამართლის შემადგენლობით. დიდი პალატა შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, პალატების თავმჯდომარეებისა და პლენუმის მიერ უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობიდან 2 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლისაგან. დიდი პალატა საქმეებს განიხილავს 9 მოსამართლის შემადგენლობით. უზენაესი სასამართლოს პალატებსა და კოლეგიას ჰყავთ თავმჯდომარეები, რომლებსაც შესაბამისი პალატის ან კოლეგიის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. უზენაესი სასამართლოს პალატებისა და კოლეგიის თავმჯდომარეები იმავდროულად არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები. უზენაესი სასამართლოს პლენუმი შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, უზენაესი სასამართლოს წევრების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეთა და თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების თავმჯდომარეთაგან („საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9