1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

სასტუმროს გადასახადი

E. tax on hotel
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შესაბამის ტერიტორიაზე შემოღებული საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში (ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი, ადგილობრივი ბიუჯეტი) ადგილობრივი გადასახადი, რომელიც დაწესებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ზღვრული ოდენობის ფარგლებში. სასტუმროს გადასახადს იხდიან იურიდიული და მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებსაც შესაბამისი ქალაქის (რაიონის) ტერიტორიაზე ფიზიკურ პირებს სათანადო ანაზღაურების ფასად გადასცემენ დროებით საცხოვრებელ ფართობს სასტუმროებში, პანსიონატებში, კემპინგებსა და სხვა ანალოგიურ ობიექტებში. სასტუმროს გადასახადის ზღვრული ოდენობა განისაზღვრება დროებითი საცხოვრებელი ფართობით სარგებლობის ღირებულებიდან არა უმეტეს 2 პროცენტით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 212).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9