E. to retire on a pension/to be pensioned off for servant მოსამსახურეს სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევისას ენიშნება პენსია, რომელიც ნამსახურობის სტაჟის გათვალისწინებით იზრდება შემდეგი ოდენობით: 10- დან 15 წლამდე სამსახურის სტაჟის დროს - 10%-ით; 16-დან 20 წლამდე სტაჟის დროს - 20%-ით; 21-დან 25 წლამდე სტაჟის დროს - 25%-ით; 26-დან 30 წლამდე სამსახურის სტაჟის დროს - 40%-ით; 30 წელზე მეტი სამსახურის სტაჟის დროს - 50%-ით. სტაჟის გათვალისწინებით მოსამსახურეთა პენსიების გაზრდის ხარჯები იფარება სახელმწიფო ან შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებიდან (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, მუხლი 50).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]