E. special requirements for public servant სამსახურში შესვლისას, აგრეთვე, შემდგომ ყოველწლიურად, მოსამსახურე (პრეტენდენტი) საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურს წარუდგენს თავისი და ოჯახის წევრების შემოსავლისა და ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ ცნობას - დეკლარაციას. სამსახურში მიღებისას აუცილებელია პირმა წარადგინოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ე) მოსამსახურე, რომელიც რეგისტრირებულია კანდიდატად სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში, მოვალეა იხელმძღვანელოს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით; მოხელე სამსახურში მიიღება თანამდებობაზე დანიშვნით ან არჩევით, ამასთან, თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს მან უნდა წარუდგინოს: წერილობითი განცხადება; ავტობიოგრაფია; ხელწერილი კანონით დადგენილ მოთხოვნებთან პირის შესაბამისობის შესახებ; განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; უკვე გაცემული შრომის წიგნაკი; ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ცნობა საგადასახადო სამსახურიდან; სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა; სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, მუხლი: 18, 21, 25).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]