ფაქტობრივი თუ წარმოსახვითი ხაზი და ამ ხაზის გასწვრივ გამავალი ვერტიკალური სიბრტყე, რომელიც სახელმწიფოს ტერიტორიას (ხმელეთი, წყალი, წიაღი, საჰაერო სივრცე) გამოყოფს მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიისაგან. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სამართლებრივი რეჟიმი განსაზღვრულია საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის კანონით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]