1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობის უფლება

E. right of acquaintance with State secret constituent information
თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მქონე პირისთვის მიცემული შესაძლებლობა გაეცნოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალას. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობა ხდება იმ საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით, სადაც ინახება ასეთ ინფორმაციასთან დაკავშირებული ცნობების შემცველები. უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაიშვებიან „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის საფუძველზე. მათ მიმართ მოქმედებს ისეთივე წესები, როგორც საქართველოს მოქალაქეების მიმართ (საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, მუხლები 1.8 31.1.2).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9