საქართველოს მოქალაქე, რომელიც კანონით დადგენილი წესით და დაკავებული თანამდებობის შესაბამისად ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში. საჯარო მოსამსახურის სახეებია: სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის პირი; მოხელე; დამხმარე მოსამსახურე; შტატგარეშე მოსამსახურე (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, მუხლი 4 და მუხლი 5).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]