1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
სოკ სოლ სომ სორ სოფ სოც

სოციალური დაზღვევის გადასახადის გადამხდელი

E. social insurance taxpayer
სოციალური დაზღვევის გადასახადის გადამხდელებად ითვლებიან:
ა) დამქირავებელი ფიზიკური პირები – მეწარმეები; ფიზიკური პირები, რომლებიც დამოუკიდებლად ეწევიან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას (გარდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა), საწარმოები, ორგანიზაციები და მუდმივი დაწესებულებები, რომლებიც შრომას უნაზღაურებენ საქართველოში დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებს;
ბ) ფიზიკური პირები – მეწარმეები; ფიზიკური პირები, რომლებიც დამოუკიდებლად ეწევიან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას (გარდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა), საწარმოები, ორგანიზაციები და მუდმივი დაწესებულებები, რომლებიც შესრულებული სამუშაოს ან გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებენ ფიზიკურ პირებს, რომლებიც მათ სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების საფუძველზე ან მის გარეშე, საქართველოში უსრულებენ სამუშაოს ან უწევენ მომსახურებას და საგადასახადო ორგანოში გადამხდელად არ არიან რეგისტრირებულნი;
გ) ფიზიკური პირები – რომლებიც ანაზღაურებას იღებენ „ა“ და „ბ“ პუნქტების მიხედვით;
დ) ფიზიკური პირები – მეწარმეები და საქართველოს „საგადასახადო კოდექსის“ მიხედვით მათთან გათანაბრებული პირები და ამხანაგობის წევრი ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოში ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას;
ე) ფიზიკური პირები, რომლებიც დამოუკიდებლად ეწევიან არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შექმნილი იურიდიული პირების ფილიალები ან სხვა განცალკევებული ქვედანაყოფები, რომლებთაც აქვთ ცალკე ბალანსი და საანგარიშსწორებო ან სხვა ანგარიში, წარმოადგენენ დამოუკიდებელ გადამხდელებს;
ზ) პირები, რომლებიც იბეგრებიან ფიქსირებული გადასახადით, ამ საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავლის ნაწილში არ ითვლებიან სოციალური დაზღვევის გადასახადის გადამხდელებად (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 185).
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9