1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
ად ადა ადგ ადე ადვ ადმ ადჰ

ადამიანის უფლებათა დაცის სახელშეკრულებო მექანიზმები

E. treaty-based mechanisms for the protection of human rights
ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ უნივერსალურ და რეგიონალურ საერთაშორისო ხელშეკრულებათა საფუძველზე შექმნილი ორგანოები და მექანიზმები, რომლებიც უფლებანმოსილნი არიან კონტროლი გაუწიონ ამ ხელშეკრულებებში მონაწილე სახელმწიფოების მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებას (იხ.: საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ, კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, კონვენციები წამებისა და სასტიკი, არაჰუმანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის შესახებ, აგრეთვე იხ. წამება, ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ და სხვ.) გაეროს წესდების საფუძველზე შექმნილი მექანიზმებისაგან განსხვავებით (იხ. გაეროს ორგანოები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში), ამ ორგანოებსა და პროცედურებს დამოუკიდებელი ხასიათი აქვთ. გაერო და რეგიონალური ორგანიზაციები მათ მხოლოდ ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფენ. ორგანოების სესიები ტარდება გაეროს შტაბ–ბინაში (ნიუ–იორკი) ან მის ევროპულ განყოფილებაში (ჟენევა), ან რეგიონალური ორგანიზაციის შტაბ–ბინაში (მაგ., ქ. სტრასბურგში) (იხ.: ადამიანის უფლებათა კომიტეტი, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი. ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები შექმნილია აგრეთვე ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციაში, აფრიკულ კავშირში, არაბული სახელმწიფოების ლიგაში.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9