E. Inventory of human rights instruments გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 1988 წელს გამოცემული ადამიანის უფლებათა დოკუმენტების კრებული კონვენციების, დეკლარაციებისა და სხვა დოკუმენტების 67 ტექსტს შეიცავს. ეს დოკუმენტები შეიძლება დავყოთ სამ კატეგორიად: I. ზოგადი და სპეციალური დოკუმენტები; II. გლობალური და რეგიონული დოკუმენტები; III. დოკუმენტები, რომელთაც სავალდებულო იურიდიული ძალა აქვთ, (ხელშეკრულებები) და სხვა დოკუმენტები. საყოველთაოდ ცნობილი გლობალური და რეგიონული დოკუმენტებია: 1.ადამინიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაცია (1948) 2. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენცია (1966); 3. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცია (1950); 4. ევროპის სოციალური ქარტია (1961); 5. ადამიანის უფლებათა და მოვალეობათა ამერიკული დეკლარაცია (1948); 6. ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია (1969); 7. ადამიანის და ხალხთა უფლებათა აფრიკული ქარტია (1981); სპეციალური დოკუმენტების კლასიფიცირება შეიძლება შემდეგი კატეგორიების მიხედვით: 1. თვითგამორკვევის უფლება; 2. დისკრიმინაციის თავიდან აცილება; 3. სამხედრო დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, გენოციდის ჩათვლით; 4. მონობა, დამონება, იძულებითი შრომა და სხვა ამგვარი ინსტიტუტები და მათთან ბრძოლის ტაქტიკა; 5. ადამიანის უფლებანი მართლმსაჯულების აღსრულებისას: დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა დაცვა; 6. მოქალაქეობა, მოქალაქეობის არმქონე პირის მდგომარეობა, თავშესაფრის უფლება და ლტოლვილები; 7. ინფორმაციის თავისუფლება; 8. შეკრებების თავისუფლება; 9. დასაქმების პოლიტიკა; 10. ქალთა პოლიტიკური უფლებანი; 11. ქორწინება და ოჯახი, ბავშვობა და ყრმობა; 12. სოციალური დაცვა, პროგრესი და განვითარება; 13. კულტურით სარგებლობის უფლება; საერთაშორისო კულტურული განვითარება და თანამშრომლობა. სპეციალური დოკუმენტების მოცულობის და შინაარსის მიხედვით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამ მიზანს. ეს მიზნებია: 1. დისკრიმინაციის ლიკვიდირება; 2. მოწყვლადი პირებისა და ჯგუფების დაცვა; 3. ძალადობის ფართომასშტაბიანი პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლა.
Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ