1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
ად ადა ადგ ადე ადვ ადმ ადჰ

ადამიანის უფლებათა თაობები

E. Generations of Human Rights
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განვითარებამ განვლო რამდენიმე სტადია. ადამიანის უფლებათა თეორიაში მიღებულია ადამიანის უფლებათა თაობებად დაყოფა.პირველ თაობას მიეკუთვნება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, მეორე თაობას – სოციალურ ეკონომიკური უფლებები, მესამეს კი კოლექტიური უფლებები ადამიანის უფლებათა დაცვის პირველ პოლიტიკურ დოკუმენტად გვევლინება 1215 წელს ინგლისში მიღებული Magna Carta Libertatum, რომელმაც ფეოდალიზმში საფუძველი ჩაუყარა კანონის უზენაესობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ადამიანის დაცვას ხელისუფლების თვითნებობისგან. ასევე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია 1679 წელს ინგლისში მიღებული Habeas Corpus Act, რომლითაც მოქალაქეები დაცული იყვნენ სახელმწიფოს მხრიდან უსაფუძვლო დევნისაგან. მოგვიანებით, ინგლისშივე 1689 წელს მიღებული იქნა Bill of Rights, რომლის თანახმადაც მოქალაქეებს ქვეყნის მართვაში მონაწილეობის მიღების უფლება მიენიჭათ ადამიანის უფლებათა კონცეფცია პირველად იურიდიული სახით XVIII საუკუნეში შეიქმნა „ბუნებითი სკოლის“ მიმდევრების მიერ. მისი სამართლებრივი გამოვლინებაა: 1776 წლის 4 ივლისს მიღებული ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომლითაც დასრულდა ინგლისისაგან ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა; 1787 წელს კონსტიტუცია და 1791 წელს მიღებული პირველი ათი შესწორება ადამიანის უფლებათა შესახებ, რომელიც კონსტიტუციის 10 შესწორებას შეიცავდა; საფრანგეთის დიდი რევოლუციის შედეგად მიღებული „ადამიანის და მოქალაქეთა უფლებების დეკლარაცია“ (Declaracion des droits de l’homme et du citoyen). საფრანგეთის დეკლარაცია შეიცავს დღეისათვის ცნობილი თითქმის ყველა ძირითადი უფლებისა და თავისუფლების ჩამონათვალს ადამიანის უფლებათა პირველი თაობა ანუ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები სამართლებრივად აისახა გაეროს 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, 1966 წლის საერთაშორისო პაქტში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და სხვა დოკუმენტებში \nინდუსტრიული რევოლუციის განვითარებამ ხელი შეუწყო ადამიანის უფლებათა მეორე თაობის ჩამოყალიბებას. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში სამუშაო პირობების გაუმჯობესებისათვის ბრძოლის შედეგად ყალიბდება ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები, რომელთა წარმოშობას და განვითარებას ინდუსტრიულმა რევოლუციებმა შეუწყო ხელი. საშუალო კლასი, რომელმაც დიდი ბრძოლით მოიპოვა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, ახალი ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვის მოთხოვნით გამოვიდა. 1870 წელს საფუძველი ჩაეყარა ახალი ეკონომიკური და სოციალური უფლებების განვითარებას, კერძოდ: სამუშაო დღის შემცირებას, შრომის უსაფრთხოების დაცვას. სოციალურ დაზღვევას და სხვა. მოგვიანებით ამ უფლებებს დაემატა კულტურული უფლებებიც. ადამიანის უფლებათა მეორე თაობა ანუ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები სამართლებრივად აისახა, მაგალითად, 1966 წლის საერთაშორისო პაქტში ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ ადამიანის უფლებათა მესამე თაობა უფრო ახალგაზრდაა და მას კოლექტრიური უფლებები მიეკუთვნება. ადამიანის უფლებები უფრო ფართოდაა გაგებული და საზოგადოების ფართო მასას მოიცავს. მესამე თაობას საფუძველი 60–იან წლებში დაწყებულმა მსოფლიოში მიმდინარე ეროვნულ–განმათავისუფლებელმა მოძრაობამ ჩაუყარა. ამავე თაობას მიეკუთვნება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების უფლება, ერის თვითგამორკვევის უფლება, განვითარების უფლება, სამეცნიერო–ტექნიკურ პროგრესში მონაწილეობის უფლება. ადამიანის უფლებათა მესამე თაობა ანუ კოლექტიური უფლებები აისახა, მაგალითად, 1986 წლის დეკლარაციაში განვითარების უფლების შესახებ.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9