1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
ად ადა ადგ ადე ადვ ადმ ადჰ

ადამიანის უფლებათა წახალისება და დაცვა

E. promotion and protection of human rights
ფორმულა, რომელიც გაეროს შექმნით დაწყებული ადამიანის უფლებათა პატივისცემის საერთაშორისო სამართლებრივი და სხვა საერთაშორისო აქტების (იხ. საერთაშორისო სამართალი, ეუთოს ჰელსინკის თათბირის ფინალური აქტი და სხვ.) ფუძემდებლურ პრინციპად იქცა. ეს პრინციპი ავალებს სახელმწიფოს თავის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ადამიანის (საკუთარი მოქალაქეების, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მოქალაქეობის არმქონე პირების) დაცვას კანონის, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ძალით. დაცვის მოთხოვნისაგან განსხვავებით, წახალისება უნდა ვლინდებოდეს სახელმწიფოს ისეთ საქმიანობებში, როგორებიცაა: ადამიანის უფლებების არსისა და შინაარსის რაც შეიძლება ფართო პროპაგანდა, საერთაშორისო სტანდარტების გაცნობის ჩათვლით; ამ უფლებების დაცვის ნორმატიული და პროცესუალური მექანიზმების მდგრადი განვითარება და ამ პროცესის შესახებ მოსახლეობის ფართო ფენებისათვის ინფორმაციის მიწოდება; ადამიანის უფლებათა დაცვის და განვითარების შესწავლა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების უნივერსიტეტებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში; სხვადასხვა სახის სემინარების, ტრენინგების, მრგვალი მაგიდების ორგანიზება მაღალკვალიფიცირებული ექსპერტების მონაწილეობით. წახალისება გამორიცხავს რაიმე სახის იძულებითი საშუალებების გამოყენებას, იგი მხოლოდ საზოგადოებისა (ცალკეულ ადამიანთა, მათი ჯგუფების და სხვ). და სახელმწიფოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო სისტემაში მომუშავე პირების პოლიტიკური და მორალური შეგნების აღზრდის ერთობლიობად გვევლინება. ამ მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციები (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო, ევროპის კავშირი, გაეროს სპეციალიზებული დაწესებულებანი, არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციები) აქტიურად იყენებენ ტექნიკური დახმარების ყოველგავრ სახეს, რათა ხელი შეუწყონ სახელმწიფოთა შიგნით აუდწ–ის პროცესების განვითარებას. ეს ხდება როგორც ქვეყნის შიგნით ფორუმების მოწვევით, ასევე საზღვარგარეთ ორგანიზებულ სასწავლო კურსებზე სხვადასხვა ფენის წარმომადგენლების მოწვევით; სახელმწიფოში ძირითადი საერთაშორისო სამართლებრივი აქტებისა და სხვა საერთაშორისო დოკუმენტების ქართულად, ეროვნულ უმცირესობათა ენებზე თარგმნისა და გამოქვეყნების დაფინანსებით.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9