1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
ად ადა ადგ ადე ადვ ადმ ადჰ

ადამიანის ძირითადი უფლებები

E. Fundamental Human Rights
მიეკუთვნება ყველაზე მთავარ, სასიცოცხლო მნიშვნელობის უფლებებს, რომელთა გარეშე არ შეიძლება იარსებოს საზოგადოების არცერთმა წევრმა. აძუ გამოიყენება ადამიანის ფუნდამენტურ თავისუფლებებთან კონტექსტში. ამ უფლებათა კატეგორიაში შედის: სიცოცხლის უფლება, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, ადამიანის პიროვნების აღიარება, შეხედულების, აზრის გამოხატვის უფლება, პრესისა და რელიგიის თავისუფლების უფლება და სხვ. (იხ. ადამიანის უფლებათა კლასიფიკაცია) არ არსებობს მკვეთრი ზღვარი აძუ–სა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს შორის. კონცეფცია ახასიათებს აძუ–ს როგორც ადამიანის კანონით დაცულ შესაძლებლობას, მოსთხოვოს სახელმწიფოს მისთვის მინიჭებული უფლებების დაკმაყოფილება (მაგ.: საარჩევნო უფლება, განათლების უფლება და ა.შ.). ხოლო თავისუფლებები გულისხმობს, მოითხოვოს სახელმწიფოსგან, თავი შეიკავოს პიროვნების ამ უფლებების რეალიზაციაში ჩარევისაგან (მაგ.აზრის გამოხატვის თავისუფლება) პრაქტიკაში უფლებები და თავისუფლებები ერთმანეთის შემცველია და კანონის შესაბამისად უნდა იყოს დაცული.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9