1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
ად ადა ადგ ადე ადვ ადმ ადჰ

ადამიანური განზომილება

E. Human dimension
ცნება, რომელიც ჩამოყალიბდა და განვითარდა ეუთოს ფარგლებში. ტერმინი აგ შემოღებულ იქნა 1989 წელს ვენის შეხვედრის დასკვნითი დოკუმენტით და გამოიყენება ყველა იმ საკითხის აღსანიშნავად, რომლებიც ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტალურ თავისუფლებებს, ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებს, ასევე საკითხებს, რომლებიც დემოკრატიას, დემოკრატიული ინსტიტუტებსა და მართლწესრიგს ეხება აგ–ის საფუძველზე აღებული ვალდებულებების უზრუნველყოფის მექანიზმი ცნობილია როგორც ვენის მექანიზმი. ვენის მექანიზმი შემდგომ განმტკიცდა კოპენჰაგენის (1990წ.) მოსკოვისა (1991წ.) და ჰელსინკის (1992წ.) შეხვედრებზე. ვენის მექანიზმი განსხვავდება ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო მექანიზმებისაგან. იგი არ ითვალისწინებს ინფორმაციის განხილვას სახელმწიფოს მიერ მოწოდებული მასალის საფუძველზე, გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით ტერმინი აგ გულისხმობს წევრი სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა პატივისცემის, კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვას, დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრებას, აგრეთვე ტოლერანტობის ატმოსფეროს ხელშეწყობას. აგ–ის საკითხებზე შემუშავებული ვალდებულებები გამომდინარეობს და ეფუძნება ჰელსინკის დასკვნითი აქტის დებულებებს (კერძოდ, ადამიანის უფლებათა პატივისცემის პრინციპს) წევრმა სახელმწიფოებმა აიღეს პოლიტიკური ძალის ვალდებულებები. 1990 წლიდან მოყოლებული, ეუთოს ფარგლებში დაფუძნდა სხვადასხვა ინსტიტუტი და მექანიზმი, რომლითაც ხორციელდება ამ ვალდებულებათა უზრუნველყოფა. ეს ინსტიტუტებია:ბიურო, კომისარი, წარმომადგენელი მასობრივ საინფორმაციო საშუალებათა საკითხებში, მისიები, ადგილზე დამსწრენი ეუთოს ჩარჩოებში აღებული ვალდებულებები ვრცელდება ყველა წევრ სახელმწიფოზე, ვინაიდან დოკუმენტები, რომლებიც ეუთოს სამიტზებზე მიიღება, არა სახელშეკრულებო, არამედ პოლიტიკური ხასიათისაა და მიიღებიან კონსენსუსის წესით (გამონაკლის შემთხვევაში – კონსენსუსი მინუს ერთი). ამით ეუთოს ეგიდით შემუშავებული საერთაშორისო დოკუმენტები განსხვავდება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით შემუშავებული დოკუმენტებისაგან (ევროპის საბჭო, ევროპის კავშირი).
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9