1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
ად ადა ადგ ადე ადვ ადმ ადჰ

ადმინისტრაცია

  1. 1. მართვის სუბიექტი. 2. სახელმწიფო მმართველობის ცენტრალური ორგანოების, უმაღლესი თანამდებობის პირებისა და საშემსრულებლო ორგანოების ერთობლიობა (მაგ., აშშ-ის ადმინისტრაცია); 3. საწარმო-დაწესებულებების ხელმძღვანელი აპარატი. თანამშრომელთა ფუნქციონალურ ქცევაზე ზემოქმედებისათვის ა-ს ენიჭება სათანადო ძალაუფლება, მას ეკისრება გარკვეული პასუხისმგებლობა (ქონების განკარგვაზე, ხელშეკრულების დადებაზე, საორგანიზაციო-განმკარგულებელ საქმიანობაზე, სათანადო კონტროლსა და სხვა). უფლებამოსილების სხვა ფორმები, რომლებიც აუცილებელია სოციალური ფუნქციის რეალიზებისათვის, ხორციელდება შრომით კოლექტივთან ან მის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. administration, authorities, management, (personnel management), personnel administrative
    L. administratio მართვა-გამგებლობა
    1. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები; 2. ქვეყნის ცალკეული ნაწილის მმართველობა; 3. წარმოებასა და დაწესებულებებში მმართველობის ორგანოები, რომელთა ფუნქციაშიც შედის საკადრო, საფინანსო და ორგანიზაციული საკითხების მოგვარება.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9