1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
ად ადა ადგ ადე ადვ ადმ ადჰ

ადმინისტრაციული დაკავება

  1. E. Administrative detention
    ადმინისტრაციული ორგანოების მიერ პიროვნების დაკავება ან ინტერნირება ბრალდების წარდგენის, ან დამოუკიდებელი სასამართლო ორგანოს გარეშე. ხშირად ამ ქმედებებს თან ახლავს ადამიანის უფლებათა დარღვევები. ადმინისტრაციული დაკავება საკმაოდ ხშირად გამოიყენება ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ისეთშიც, საკუთარ თავს დემოკრატიულს რომ უწოდებს. დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და უმცირესობათა დაცვის გაეროს ქვეკომისიის მონაცემებით ადმინისტრაციული დაკავების ძირითადი მიზნებია: 1. თავიდან აცილება ან ჩახშობა სერიოზული არეულობისა, რომელმაც შეიძლება დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი და საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო უშიშროებას; 2. საიმიგრაციო კონტროლი, უცხოელთა გასახლება და მათი პოლიტიკური მოღვაწეობის ზედამხედველობა; 3. დისციპლინური ზომები; 4. სამედიცინო და სოციალური ზომები (ნარკომანების, სულით ავადმყოფთა წინააღმდეგ და ა.შ.); 5. მავნე სოციალური ორიენტირების წინააღმდეგ მიმართული ზომები; 6. ომის პირობებში მოქალაქეების დასაცავად მიმართული ზომები. გაეროს ქვეკომისიას ასევე მიაჩნია, რომ დაკავება ადმინისტრაციულია, თუ დე-ფაქტო და (ან) დე-იურე ის განხორციელებულია აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს განკარგულებით, ხოლო აღსრულება მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, მაშინაც კი, როცა არსებობს სასამართლო დაცვის შემდგომი საშუალებები. ასეთ შემთხვევებში სასამართლო განიხილავს ასეთი გადაწყვეტილების კანონიერებას და (ან) მის სათანადოდ შესრულებას და არა თავად გადაწყვეტილებას. ა.დ. არ მოიცავს თვითნებურ, ხანგრძლივ დაკავებას სასამართლომდე, ან დაკავებას საპოლიციო უბანში სამართალდამცავი ორგანოების ბრძანებით გამოძიების ჩასატარებლად
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. E. administrative detention
    სხვადასხვა სახელმწიფოს კანონმდებლობის მსგავსად, საქართველოს კანონმდებლობაც განსაზღვრავს ადმინისტრაციული დაკავების წესს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღსაკვეთად, როდესაც ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ეს აუციელებელია, მაგრამ ადგილზე შეუძლებელია, საქმის დროულად და სწორად განხილვისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მიღებულ დადგენილებათა აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება ად–ის შესახებ შედგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის თანამდებობა,სახელი, მამის სახელი და გვარი, ცნობები დაკავებული პირის შესახებ; დაკავების დრო და მოტივი, ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი თანამდებობის პირი და დაკავებული, თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ კეთდება ჩანაწერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკავებულ პირის თხოვნით მის ადგილსამყოფელს აცნობებენ ნათესავებს, ადმინისტრაციას სამუსაო თუ სწავლების ადგილის მიხედვით; არასრულწლოვანის დაკავების შესახებ აუცილებლად აცნობებენ მის მშობლებს ან მათ მეცვლელ პირებს. აღნიშნული ერთადერთი საპროცესო უფლებაა, რომელსაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი დაკავებული პირისთვის ითვალისწინებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ად შეუძლიათ მხოლოდ ორგანოებს (თანამდებობის პირებს), რომლებიც საამისოდ უფლებამოლინი არიან საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ ა) შინაგან საქმეთა ორგანოებს – წვრილმანი ხულიგნობის, კრებების, მიტინგების, ქუაჩაში მსვლელობების და დემონსტრაციების ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დარღვევის, პოლიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობის, პროსტიტუციის, საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ ადამიანის ღირსებებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნის, საგზაო მოძრაობის წესების, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევისა თუ ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ კანონმდებლობის სხვაგვარი დარღვევების, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ბ) სასაზღვრო ძალებს – საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში გ) დასაცავი ობიექტების განლაგების ადგილას გასამხედროებული დაცვის უფროს თანამდებობის პირს – დასაცავი ობიექტების, სხვა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ხელყოფასთან დაკავშირებულ სამათალდარღვევათა ჩადენის შემთხვევაში ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციას, საბაჟო ორგანოებს, საგადასახადო ორგანოებს, საგადასახადო ორგანოებს – საგადასახადო და საბაჟო სფეროში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციულმა დაკავებამ არ უნდა გასტანოს სამ საათზე მეტ ხანს. გამონაკლის შემთხვევებში, განსაკუთრებული აუცილებლობის გამო, საქართველოს საკანონმდებლო ატქებით შეიძლება დაწესდეს ადმინისტრაციული დაკავების სხვა ვადები ადმინისტრაციული დაკავება დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ ზემდგომ ორგანოებში (თანამდებობის პირთან) ან პროკურორთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მიღებული იქნა საქართველოს რეპსუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1984 წლის 15 დეკემბერს და ცვლილებებითა და დამატებებით ძალებშია1985 წლის 1 ივნისიდან. ამის გამო, მისი ზოგიერთი ნორმა, რომლებშიც ცვლილება–დამატებები არ შეტანილა, მოძველებლია და ადამიანის უფლებათა საერთაშორისოსამართლებრივ სტანდარტებს არ შეესაბამება. მოსამართლის ბრძანების გარეშე პირის ადმინისტრაციული დაკავების და დაკავების გასაჩივრების შესახებ ნორმები გასაჩივრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
    Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9