დასაწყისში ეს ტერმინი აღნიშნავდა ავტორიტარულ რეჟიმს, სადაც რომელიმე ერთი პერსონა მართავდა ქვეყანას. ა. იმთავითვე გამორიცხავს ხალხის თვალსაზრისის რაიმე ფორმით გათვალისწინებას. ამიტომ მმართველობის ასეთი ფორმა უფრო მეტად პრიმიტიულ საზოგადოებებში აღმოცენებული ძალადობრივი რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი. ამისდა მიუხედავად, ავტორიტარული ქცევების მქონე პოლიტიკოსების მთელი ჯგუფი გაჩნდა XX საუკუნის ტოტალიტარულ რეჟიმებში და არა მხოლოდ აქ. დემოკრატიული ქვეყნების ზოგიერთ პოლიტიკურ ლიდერს (დე გოლს ან თეტჩერს) მმართველობის ა-ულ სტილს მიაწერენ, თუმცა, ნამდვილი ავტოკრატებისგან განსხვავებით, მათ არასდროს დაურღვევიათ თავიანთი ძალაუფლების შემზღუდველი კანონმდებლობა.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]