1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
ავა ავე ავთ ავი ავრ ავტ ავუ

ავტონომია

  1. E. Autonomy
    ამ ცნების ზუსტი მნიშვნელობა თვითმმართველობაა. თვით ცნება ასოცირდება სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის იდეასთან. ტრადიციული საერთაშორისო თეორიით ყოველი სახელმწიფო ავტონომიურად ითვლება, ანუ არ ემორჩილება რომელიმე გარეშე ხელისუფლებას. თანამედროვე პირობებში ამ კონცეფციას შედარებითი ხასიათი აქვს და ა. განიხილება როგორც დამოუკიდებლობის შედარებითი და არა აბსოლუტური ხარისხი, ვინაიდან სახელმწიფოები დღეს გარკვეულწილად ურთიერთდაკავშირებულნი არიან. ა-ს ცნება უკვე აღარ ცვლის სუვერენიტეტის ცნებას. სუვერენიტეტის იდეა ვრცელდება მხოლოდ სახელმწიფოებზე, ხოლო ა-ისა - კი ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელიც არ არის რომელიმე სახელმწიფოს სრული კონტროლის ქვეშ.
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. ტერმინი იხმარება როგორც ცალკეულ ადამიანთან, ასევე ადამიანთა ჯგუფსა და ორგანიზაციასთან მიმართებაში. ავტონომიურ პიროვნებას შესწევს უნარი მართოს საკუთარი ქმედებები, ორგანიზაციას კი - დამოუკიდებლად აწარმოოს საქმიანობა. ა. ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში ეროვნულ-პოლიტიკური წარმონაქმნის ფართო შინაგანი თვითმმართველობაა.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  3. E. autonomy, self-government
    Gk. autonomia თვითმმართველობა, autos თვით, nomos კანონი
    1. ამა თუ იმ პირის, ორგანოს, ორგანიზაციის, დაწესებულების საწარმოს, ტერიტორიული ერთეულების და სხვა უფლება, თავიანთი საქმიანობის სფეროში ისარგებლონ განსაზღვრული ხარისხის დამოუკიდებლობით. ავტონომიის მატარებელი სუბიექტის მიხედვით განარჩევენ დაწესებულებისა და თემის ავტონომიას. დაწესებულების ავტონომია თავის მხრივ შესაძლებელია დაიყოს ფინანსურ, ეკონომიკურ, ადმინისტრაციულ ავტონომიად, რომელიც მიენიჭება ცალკეულ სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ბანკებს, საწარმოებსა და სამეცნიერო ცენტრებს. თემის ავტონომიაში თავის მხრივ განასხვავებენ ტერიტორიულ და ექსტერიტორიულ ავტონომიას (კულტურული ავტონომია). ტერიტორიული ავტონომიის სახეებია: ადმინისტრაციულ - ტერიტორიული (რეგიონალური), ეროვნულ-ტერიტორიული, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9