1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
ალა ალბ ალგ ალი ალმ ალო ალტ

ალტრუიზმი

  1. 1. პიროვნების ღირებულებით ორიენტაციათა სისტემა, როცა საკუთართან შედარებით სხვა ადამიანების ან სოციალური ერთობის გადარჩენის, კეთილდღეობისა და ბედნიერების ინტერესები ცენტრალური მოტივი და ზნეობრივი შეფასების კრიტერიუმია. 2. სხვათა უსაფრთხოების, ინტერესების დაკმაყოფილებასა და ცხოვრების გაუმჯობესებაზე მიმართული ქცევა საკუთარი თავის უსაფრთხოების დათმობის ვითარებაშიც კი. პირველი მნიშვნელობა აღნიშნავს პრინციპსაც და მოქმედებასაც, ამდენად, ფართოა და უფრო ხშირადაც გამოიყენება, ძირითადად თანამედროვე ეთნოლოგიაში. ა-ს განასხვავებენ დახმარებისგან, რამდენადაც ამ უკანასკნელ შემთხვევაში რისკი არ ივარაუდება. კონტმა ეს ცნება ეგოიზმის საპირისპიროდ, „იცხოვრე სხვისთვის“ პრინციპის განზოგადებად შემოიტანა და ალტრუისტული ცნობიერების დონეს ცივილიზებული საზოგადოების ინდიკატორად მიიჩნევდა. მისი აზრით, პოზიტივიზმის გავლენით საზოგადოება ჰუმანისტური ღირებულებებისაკენ მიდის. ალტრუისტული ორიენტაციის ახსნას მეცნიერება ყოველთვის ცდილობდა. რაშტონისა და სორენტინოს თვალსაზრისით (1981), ა. აიხსნება: ა) გენეტიკური მემკვიდრეობით, რაც მტკიცდება მაგალითებით ცხოველთა სამყაროდან, აგრეთვე, ბიოლოგიური „ეგოისტური გენური“ თეორიით; ბ) კოგნიტური განვითარებით - სხვასთან „თანაზიარობის“ ზნეობრივი საფუძველი და უნარი ასაკთან ერთად იზრდება; გ) სოციალური გამოცდილებით - ადამიანი სოციალიზაციის პროცესში დაკვირვებისა და მიბაძვის გზით ითვისებს სხვების გამოცდილებას, რაც უადვილებს სხვათა გაგებას; დ) კეთილგონივრული ქცევით, ანუ ალტრუისტული ქცევა გაცვლის თეორიის პრინციპების საფუძველზე ხორციელდება. ეს უკანასკნელი საკმაოდ საეჭვოდ მიიჩნევა, რამდენადაც პირადი ან ორმხრივი სარგებლის წინასწარ გათვლას გულისხმობს, ასეთი მიდგომით კი მთელი ადამიანური მოღვაწეობა შეიძლება ეგოისტურად იქნეს მიჩნეული. ასეთ შემთხვევაში აღარ იქნებოდა განსხვავება ა-ულ და ეგოისტურ ქცევას შორის. ფსიქოლოგები ა-ის გასაგებად გვთავაზობენ პიროვნულ მიდგომას, რამდენადაც თანაზიარული ქცევა სხვადასხვა ადამიანში განსხვავებულად ვლინდება. უცხოთა მიმართ ა. განსაკუთრებული ინტერესის საგანია საყოველთაო კეთილდღეობის ფილოსოფიაში. თანამედროვე სოციოლოგიაში მიმართება „ალტრუიზმი - ეგოიზმი“ განიხილება ადამიანის ბუნებისეულ, გადაუჭრელ ანტინომიად. ა. შეიძლება გამოვლინდეს ყოველდღიურ ურთიერთობებში და პიროვნების ჰუმანურობის სოციალურ-ფსიქოლოგიური მახასიათებელია; შესაძლებელია ამ უნარის ტესტირება. გარდა ამისა, ა. მიიჩნევა ქცევის ზნეობრიობის კრიტერიუმად (რაიტი) და პიროვნების ზნეობრივი განვითარების უმაღლეს ეტაპად. დახმარებაზე ორიენტირებული ქცევა ზოგჯერ ა-თან ერთად განიხილება ეგოისტური მორალის ალტერნატივად და საზოგადოების გარდაქმნის ფორმად.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. altruism, unselfishness
    Fr. altruisme
    L. alter სხვა
    საკუთარი ინტერესების გაუთვალისწინებლად, უანგაროდ დახმარებისათვის მზადყოფნა. პირის მზადყოფნა შესწიროს სხვას საკუთარი ინტერესები. საპირისპ. ეგოიზმი.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9