1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
ამა ამბ ამე ამი ამნ ამო ამპ ამს ამუ ამფ

ამბოხი

მერტონის მიხედვით, დევიაციის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც ხდება როგორც საზოგადოებაში (კულტურაში) აქცენტირებული (გაზიარებული) მიზნების, ისე მიზნის მიღწევის ლეგიტიმური (ინსტიტუციური, კანონიერი) საშუალებების უარყოფა, თუმცა ამას მოსდევს არა საზოგადოებისაგან განდგომა (როგორც ეს რეტრიტიზმის შემთხვევაშია), არამედ მისწრაფება ახალი სოციალური გარემოს შექმნისაკენ - არსებული მიზნების და საშუალებების გადაფასებისა და მათ ნაცვლად ახლის შემოტანის (დაფუძნების) გზით. მერტონი ხაზს უსვამს, რომ ა. უნდა განვასხვაოთ იმისაგან, რასაც ჰქვია „რესენტიმენტა“ (ressentimenta). ამ უკანასკნელს არ მოსდევს ღირებულებათა სრული გადაფასება, ანუ, ხდება მოცემულ სიტუაციაში მიზანზე უარის თქმა, თუმცა, რჩება მძაფრი სურვილი ამ მიზნის მიღწევისა. ა-ის შემთხვევაში საპირისპირო ვითარებაა - ის, რაც სასურველია, მაგრამ მიუღწეველი, არსებითად, წყვეტს არსებობას როგორც სასურველი და ღირებული. ამრიგად, ა. ხასიათდება ღირებულებათა სრული გადაფასებით. ეს არის რადიკალური, რევოლუციური რეაქცია სოციალური გარემოს მიუღებლობაზე. ა. დევიაციის კოლექტიური ფორმაა, რომელიც მიმართულია ალტერნატიული სტრუქტურების ჩამოყალიბებაზე. განსხვავებულია ა-ის მასშტაბი, ფორმა და შინაარსი. იგი შესაძლებელია განხორციელდეს ლოკალურ და ფართო (ქვეყნის) დონეზე, ცივილიზბული ან არაცივილიზებული გზით, სამართლიან ან უსამართლო საფუძველზე.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ.; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ.: ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ.; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9