1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
ამა ამბ ამე ამი ამნ ამო ამპ ამს ამუ ამფ

ამნისტია

  1. E. Amnesty
    დანაშაულის ჩამდენი პირების სრული, ან ნაწილობრივი განთავისუფლება სასჯელისაგან, ანდა სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა. ა. ასევე შეიძლება გულისხმობდეს ნასამართლობის მოხსნას იმ პირებისათვის, რომლებმაც ადრე მოიხადეს სასჯელი. ა. შეიძლება იყოს საყოველთაო, როდესაც ის ეხება ყველა პირს, რომელთაც ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის გარკვეული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული (ა-ის აქტის სხვა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში), და - ნაწილობრივი, როდესაც ის ცალკეულ პირებს ეხება და შეწყალების ფორმით ხორციელდება.
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. E. amnesty; free pardon
    Pol. amnistja
    Fr. amnistie
    Gk. amnestia დავიწყება, მივიწყება, პატიება
    საქართველოს პარლამენტის მიერ ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ გამოცემული (სამართლებრივი) აქტი, რომლის ძალით დამნაშავე შესაძლებელია გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, მსჯავრდადებული - სასჯელისაგან (შესაძლებელია სასჯელის შემცირება ან უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა), ხოლო სასჯელმოხდილს შესაძლებელია მოეხსნას ნასამართლობა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 77).
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9