1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
ანა ანგ ანდ ანე ანთ ანი ანკ ანო ანტ ანუ

ანალიზის დონეები

მეთოდოლოგიურ პრობლემასთან დაკავშირებული ცნება საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში. პრობლემის არსი ისაა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების კვლევისას საჭიროა დადგენა იმისა, თუ რომელ დონეზე უნდა მოხდეს საკვლევი ფენომენის შესწავლა. დევიდ ზინგერი განასხვავებს მიკრო და მაკრო (ანუ სახელმწიფო და საერთაშორისო სისტემურ) დონეებს, კენტ ვოლცი - ინდივიდუალურ, სახელმწიფო და სისტემურ დონეებს, ბარი ბუზანი - სისტემურ, ქვესისტემურ, სახელმწიფო, ბიუროკრატიულ და ინდივიდუალურ დონეებს. ანალიზის დონეებად დაყოფა გვეხმარება შესასწავლი ერთეულების ქცევის აღწერაში, პროგნოზირებასა და ახსნაში, აგრეთვე იმის გარკვევაში, თუ რომელი დონიდან უფრო უკეთესად შეგვიძლია მივიღოთ პასუხი დასმულ შეკითხვაზე.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ.; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ.: ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ.; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9