1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
ანა ანგ ანდ ანე ანთ ანი ანკ ანო ანტ ანუ

ანდროცენტრიზმი

(ლათ. Andros - მამაკაცური)– დღეისათვის მსოფლიოში გაბატონებული მამაკაცური (მასკულინური) შეხედულება სამყაროს მოწყობაზე. სადაც ქალური (ფემინური) არის მეორე, უცხო, სხვა. ამგვარ იერარქიულობას ქმნის ცივილიზაციის პოლიტიკური, კულუტურული, რელიგიური, სოციალური სტერეოტიოპები, რაც ქალის დაქვემდებარების ტექნოლოგიებში ვლინდება. ისტორიის, საზოგადოებრივი პროცესების ქალის თავლთახედვით, დისკუსიით, შეფასება არაა მიღებული. „ქალის ჭკუა“ და „ქალის ლოგიკა“ დაცინვისა და იგნორირების ობიექტია, რაც ტრადიციულ-ფუნდამენტალისტურ წარმოდგენებში ძნელად ექვემდებარება კორექციას. ქართული ანდაზები „კაი ქალს კაი ცხენი სჯობიაო“. „ქალი სხვისი საქონელი“ და ა.შ. ქართული კულტურისა და რეალობის ანდროცენტრული ხასიათის მაჩვენებელია. ანდროცენტრიზმის სინონიმად ხშირად ფაოცენტრიზმსაც ხმარობენ. ფალოსი ბერძნულად (phallos) მამაკაცის სასქესო ორგანოს ნიშნავს. იგი აქტიური ძალის, კოსმიური სიძლიერისა და სიცოცხლის მუდმივობის სიმბოლოდაა მიჩნეული.
Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] - თბ. : კავკას. სახლი, 2003 - 112გვ. ; 20სმ. - ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9