1. მეცნიერება ადამიანის წარმოშობისა და ევოლუციის, ადამიანთა რასებისა და ადამიანის ფიზიკური აღნაგობის ნორმალური ვარიაციების შესახებ (ფიზიკური ა.). 2. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის პირველყოფილი, ტრადიციული და თანამედროვე საზოგადოებების კულტურას; 3. მეცნიერება ადამიანის მოღვაწეობის მრავალგვარი ფორმების შესახებ; მოიცავს თავის თავში მაგ., ისტორიამდელ ა-ს, კულტურულ ა-ს, ფიზიკურ ა-ს. სოციალური ა. სოციოლოგიის ერთ-ერთი დარგია, რომლის შესწავლის ობიექტია პრიმიტიული და ტრადიციული საზოგადოებრივი სისტემები.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]