1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
ანა ანგ ანდ ანე ანთ ანი ანკ ანო ანტ ანუ

ანტისემიტიზმი

  1. E. Anti-semitism
    რასობრივი შოვინიზმის, ეროვნული და რელიგიური შეუწყნარებლობის ერთ–ერთი უკიდურესი ფორმა. გამოიხატება ებრაელი ეროვნების წარმომადგენელთა მიმართ სიძულვილითა და მტრული დამოკიდებულებით. ტერმინი „ანტისემიტიზმი“ შემოიღეს გერმანელმა მეცნიერმა ვილჰელმ მარმა და ფრანგმა სოციოლოგმა ერნსტ რენანმა XIX –ის 70–იან წლებში, მაგრამ თვითონ მოვლენა საუკუნეებს ითვლის – თავს იჩენს იმ დროიდან, რაც ებრაელთა დიასპორა (ძვ. წ. IV ს–დან) არსებობს. ა სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად გამოიხატებოდა, კერძოდ, უფლებათა შეზრუდვიდან და რელიგიურ–ფსიქოლოგიური შეუწყნარებლობიდან დაწყებული, იძულებითი გასახელბით, დარბევითა და ფიზიკური მოსპობით (გენოციდით) დამთავრებული. ა და ებრაელთა გენოციდი ოფიციალური სახელმწიფო პოლიტიკის რანგში იქნა აყვანილი ნაცისტურ გარმანიაში, სადაც „ბიოლოგიური არასრულფასოვნებისა“ და „პარაზიტი ერის“ საბაბით 6 მილიონი ებრაელი იქნა განადგურებული. ნაცისტური გერმანიის დამარცხებამ და ებრაელთა დევნის საერთაშორისო დაგმობამ ა–ს მძიმე დარტყმა მიაყენა. მიუხედავად ამისა, იგი საბოლოოდ არ არის აღმოფხვრილი და კვლავაც იჩენს ხოლმე თავს ცალკეული რეციდივების სახით. გაერომ და ევროპის საბჭომ მიიღეს სპეციალური რეზოლუციები რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და მსგავს მოვლენათა წინააღმდეგ საბრძოლველად. ევროპის საბჭოს სისტემაში ეს ფუნქცია ეკისრება რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მიმართულ ევროპულ კომისიას.
    Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
  2. E. anti-Semitism
    Fr. antisemitisme
    G. antisemitismus
    ებრაელების მიმართ მტრული დამოკიდებულებით გამორჩეული ეროვნული შეუწყნარებლობის ერთ-ერთი ფორმა, ეთნიკური ცრურწმენა.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9