E. Indirect discrimination ეს მოვლენა აღინიშნება იმ შემთხვევებში, როდესაც ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: სამართლებრივი ნორმები, კრიტერიუმები და პრაქტიკა, ერთი შეხედვით, არ არის შემზღუდველი რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, მოქალაქეობის, ეროვნული ან ეთნიკური წარმომავლობის პირობებში აყენებს ზემოხსენებული ნიშნების საფუძველზე გამოყოფილ პირებს ან პირთა იმ ჯგუფებს. მაგალითად, სახელმწიფო დაწესებულებებში სამუშაოდ არ იყვანენ აღნიშნული ნიშნების მქონე ადამიანებს, კონკურსში გასაუბრებისას განგებ ძნელ, აშკარად „ჩამჭრელ“ კითხვებს უსვამენ. იგივე ითქმის არასამათვრობო დაწესებულებებზე. აგრეთვე დაუსჯელი რცება ამ კატეგორიის ადამიანთა მიმართ ყოველგვარი, როგორც რიგითი ადამიანების, ასევე პოლიციის მხრიდან. ყოფით დონეზე სწორედ ად სუფევს (იხ. დისკრიმინაცია, პირდაპირი დისკრიმინაცია).
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]