1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არქ არშ არჩ

არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტები

E. Non-international armed conflicts
საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტებისგან განსხვავებით, აშკ მიმდინარეობს ერთი სახელმწიფოს საზღვრებს შიგნით სახელმწიფოსა და სხვა ორგანიზებულ შეიარაღებულ ჯგუფს (ჯგუფებს) შორის, რომეოიც (რომლებიც) იბრძვის ხელისუფლების ხელში ჩაგდებისათვის ან ერის (ხალხის) თვითგამორკვევის უფლების რეალიზაცის პრეტენზიით ცდილობს, დაეუფლოს გარკვეულ ტერიტორიას და შელახოს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა. ასეთ ჯგუფს სათავეში უნდა ედგას პასუხისმგებელი სარდლობა და უნდა აწარმოებდნენ ეფექტიან კონტროლს მათ მიერ დაკავებული ტერიტორიის მიმართ საერთაშორისო კონფლიქტში ჩაბმულ მხარეებზე ვრცელდება ჟენევის 1949 წლის კონვენციები 1977 წლის დამატებითი ოქმები ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ და სხვა აქტები, თუ მეომარი მხარეებიცნიბენ მათ იურიდიულ ძალას. თუ არა, ისინი მაინც ვერ აუვლიან გვერდს ჯენევის კონვენციებისა და ოქმების ძირითად დებულებებს, რომლებიც ცივილიზაციისა და ჰუმანურობის მონაპოვარია. ჯენევუს კონვენციები არ გამოიყენება ავტომატურად, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აღიარებს მოწინააღმდეგე მხარე არსებულ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, ომის კანონებსა და ჩვეულებებს. ჟენევის კონვენციების მე–3 მუხლი ითვალისწინებს არასაერთაშორისო კონფლიქტებში ჩაბმულ ჯგუფებზე ჰუმანიზმით ნაკარნახევი წესების გავრცელებას. ეს მუხლი არ იხსენიებს ტყვეტა ინსტიტუტს. კონფლიქტში მონაწილე მხარეები მოვალენი არიან მოეპყრან მათ ხელში ჩავარდნილ ნებისმიერ პირს (რომელიც დანებდა იარაღით ხელსი ან ავადმყოფობის თუ დაჭრილობის გამო) ჰუმანურად და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, მიუხედავად რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის, წარმოსობის, ქონებრივი მდგომარეობისა თუ სხვა ანალოგიური ნიშნებისა. ამ მიზნით იკრძალება მკვლელობა, დასახიჩრება, წამება და სხვა მსგავსი ქმედებანი; მძევალტა აყვანა. ადამიანის ღირსების შელახვა, პირის გასამართლება და დასჯის ზომების გამოყენება წინასწარ დაწესებული სასამართლოს განაჩენისა და სასამართლო გარანტიების უზრუნველყოფის გარეშე. II ოქმი ასევე ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ხელთ ჩაუვარდნენ მოწინააღმდეგე მხარეს და გამოეთიშნენ ბრძოლას. ან მათი თავისუფლება იყო შეზღუდული კონფლიტთან დაკავშირებით. 1977 წლის II დამატებითი ოქმი მთლიანად ეძღვნება არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვას აშკ–ს მეკუთვნება პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული ზოგიერთ დამოუკიდებელ სახელმწიფოში მიმდინარე კონფლიქტები – საქართველოში (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი), აზერბაიჯანი (მთიანი ყარაბახი). მოლდოვაში (დნესტრისპირეთი), სადაც აგრესიულმა სეპარატიზმმა თავს მოახვია მთავრობებს შეიარაღებული კონფლიქტები,. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა კონფლიქტი აფხაზეთში, სადაც საზღვარგარეთიდან შემოსული ძალები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ყველა ნორმის დარღვევით სასტიკად ეპყრობოდნენ არამარტო მეომრებს, არამედ მშვიდობიან მოსახლეობას (იხ. ეთნიკური წმენდა).
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი: ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9