1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არქ არშ არჩ

არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია

E. Non governmental international organization
რამდენიმე სახელმწიფო საზოგადოებრივი ჯგუფის, კავშირის ან კერძო პირტა მიერ შექმნილი გაერთიანება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, სამეცნიერო თუ სხვა სფეროსი საერთაშორისო თანამშრომლობის დამყარებისა და გარღრმავების მიზნით. იმისათვის, რომ ასო–ს სათანადო სტატუსი ჰქონდეს, იგი უნდა კმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს; საქმიანობას ეწეოდეს ორზე მეტ სახელმწიფოში, ამასთან, თავისი შემადგენლობით, მიზნებითა და ფინანსური მხარდაჭერით საერთაშორისო ხასიათის უნდა იყოს. ასეთი სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს სხვა ორგანიზაციების ფილიალს, სასწავლო დაწესებულებას, დახურულ კლუბებს და სხვ. ბევრ ასო–ს მჭიდრო კონტაქტი აქვს მთავრობათაშორის საერთაშორისო ორგზანიაციებთან. სათანადო შეთანხმების საფუძველზე ასო–ს ენიჭება საკონსულტაციო სტატუსი. მაგ.: გაეროს სისტემის ორგანოებში წარმომადგენელია რამდენიმე ასეული არასამათვარობო ორგანიზაციის მეთვალყურე, რომელტა უფლებები ზუსტად არის განსაზღვრული გაეროს წესდების მიხედვით (71–ე მუხ), გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო (ეკოსოსი) უფლებამოსილია, გაატაროს სათანადო ღონისძიებანი მის კომპეტენციაში შემავალი საკიტხებით დაინტერესებული არასამათვრობო ორგანიზაციებისგან კონსულტაციების მოსაღებად. ჩამოყალიბდა საკონსულტაციო სტატუსის კატეგორიები – I, II და „სია“:I, II კატეგორების ასო–ს შეუძლია დამკვირვებლის სტატუსით დაასწროს წარმომადგენლები ეკოსოსის ღია სხდომას, მისი კომიტეტებისა და სასესიო ორგანოების მუშაობას, ხოლო „სიაში“ შეტანილ ასო–ს შეუძლია დაასწროს ეს წარმომადგენლები მხოლოდ ისეთ სხდომებს, რომლებიც განხილავენ ამ ორგანიზაციების კომპეტენციაში შემავალ საკითხებს: ასო–ს შეუძლია გააკეთოს ზეპირი თუ წერილობითი განცხადებები; არ მონაწილეობს გაეროს გეენრალური ასამბლეის, გეროს უშიშროების საბჭოსა და საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობაში. თანამედროვე ეტაპზე ასო მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც მშვიდობის, ისე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროსი. ამ მხრივ აღსანიშნავია, მაგ., ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ საქმიანობა.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9