1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არქ არშ არჩ

არაცნობიერი

ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი გამოცდილებების, მოთხოვნილებების, მოტივებისა და სხვა შინაარსების ერთობლიობა. ფსიქოანალიზში ა. ნიშნავს განდევნილ, ლტოლვაზე დამოკიდებულ აზრებს, სურვილებს, მოგონებებსა და ა. შ., რომელთაც ,,მე“ უკეტავს გზას ცნობიერებისაკენ. ა. ვლინდება ქცევაში, განსაკუთებით კი ნერვოზულ სიმპტომებში. თუკი ,,მეს“ კონტროლი შესუსტებულია, ა. ტრანსფორმირებული სიმბოლოს სახით აღწევს ცნობიერებამდე (ა. სურვილების ტრანსფორმაცია სიმბოლოდ ხდება, მაგ., სიზმარში). ა–ის პრობლემა განიხილა ზიგმუნდ ფროიდმა (1856–1939). განსახვავებით ფროიდისაგან, რომელიც ,,პიროვნულ ა–ზე“ ამახვილებდა ყურადღებას, კარლ გუსტავ იუნგი (1875-1961) აღიარებდა კოლექტიური ა–ის არსებობას, რომლის შინაარსს, იუნგის თანახმად, არქეტიპები – ისტორიამდელი ყოფიდან გამოყოლილი ,,პირვანდელი სურათხატები (Urbild) წარმოადგენს (მაგ., გველი, კეთილი ფერია და ა. შ.), რომლებიც სიზმარში ან კიდევ ზეზეურ სიზმარში (Tagtraum) შეიძლება გაცნობიერდეს.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9