1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არქ არშ არჩ

არბიტრაჟი (საერთაშორისო)

სამედიატორო სასამართლო ისეთ დავათა გადასაწყვეტად, რომლებშიც მხარეებად გვევლინებიან როგორც სახელმწიფოები, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები. ა. შესაძლოა იყოს მუდმივმოქმედიც და ერთჯერადიც. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში იგი კონკრეტული სადავო საკითხის გადასაწყვეტად იქმნება. ა–ის შემადგენლობაში შედიან მოდავე მხარეების წარმომადგენლები და განსაკუთრებული შეთანხმების საფუძველზე დანიშნული კიდევ ერთი არბიტრი ე. წ. სუპერარბიტრი. ამასთან, საერთაშორისო პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც სუპერარბიტრს ნიშნავს საერთაშორისო ორგანიზაციის თანამდებობის პირი, მაგ., გაეროს გენერალური მდივანი. მუდმივმოქმედი ა–ის შემთხვევაში ვხვდებით არბიტრთა დანიშვნის განსხვავებულ მექანიზმსაც.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9