1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არქ არშ არჩ

არბიტრირება

კონფლიქტში ჩაბმული მხარეების ურთიერთმორიგების მეთოდი, რომლის დროსაც არ მისდევენ ფორმალურ პროცედურებს ან წესებს. ამგავრი წესების არარსებობის პირობებში პოზიციების ურთიერთდაახლოება ძირითადად მოლაპარაკებების მთელ სერიასა და უკვე არსებული პრეცედენტების გათვალისწინებას ემყარება. ამგვარი შეხვედრების პროცესში მხარეები თანხმდებიან, მოლაპარაკებებს გაუძღვეს ერთი რომელიმე არბიტრი ან მომრიგებლების მცირე ჯგუფი, რომელთა ვერდიქტი ყოველთვის კომპრომისულია. ამის გამო ითვლება, რომ ა. უფრო მოდავე მხარეებს შორის მშვიდობის მიღწევას ემსახურება, ვიდრე სამართლიანობის დაცვას. ა–ს ძირითადად სავაჭრო–სამეურნეო და საერთაშორისო ურთიერთობებში წარმოშობილი სადავო საკითხების მოსაგვარებლად მიმართავენ.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9