1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არქ არშ არჩ

არქეტიპი

კ. გ. იუნგის ანალიტიკური ფსიქოლოგიის ცენტრალური ცნება. ა–ები მთელი კაცობრიობისათვის საერთო კოლექტიური არაცნობიერის შემქმნელი სტრუქტურული ელემენტებია. გარემომცველი სამყაროს უსასრულო მრავალფეროვნების აღქმაში მონაწილე უამრავ უცნობ ფაქტორთაგან დიდი წილი ა–ული არაცნობიერის სფეროდანაა. ა–ები განწყობებისა და ტიპური რეაქციების სისტემაა, რომელთა ზეგავლენის ქვეშაა არა მხოლოდ უპირობო რეფლექსების მსგავსი რეაქციები, არამედ აღქმაც, აზროვნებაც და წარმოსახვაც. კოლექტიური არაცნობიერის ა–ული ხატები თავისებური კოგნიტური ნიმუშებია, ე. წ. აპრიორული ფორმებია (პრაფორმებია), რომლებზეც ორიენტირებულია ინსტიქტური თუ ინტუიტური ქცევა. ისინი მემკვიდრეობით გადადის ბიოლოგიურად და არა კულტურული ტრადიციებით, ამიტომ გადაეცემა არა შინაარსი, არამედ წმინდა ფორმები, რომლებიც გამოცდილებაში მატერიალიზირდება და კონკრეტული შენაარსით ივსება. არქეტიპები ნეიტრალურია კეთილისა და ბოროტის მიმართ, ახასიათებს ამბივალენტობა და სხვ., თავს ავლენს მითებში, ზღაპრებში, სიზმრებში; შემოქმედების საფუძველია და ხელს უწყობს ადამიანური კულტურის ერთიანობას, სხვადასხვა განვითარების მქონე ეპოქათა კავშირს, სამყაროს შემეცნებას, საკუთარი თავისა და ადამიანთა ურთიერთგაგებას. ეს ტერმინი ღრმად შეიჭრა მრავალ სამეცნიერო სფეროში, მათ შორის – სოციალურ და კულტურის მეცნიერებებში, სადაც იგი გაგებულია საზოგადოებრივი ცხოვრების ფუნდამენტური სტრუქტურების (სიყვარულის, ძალადობის, შრომის, ბედნიერების) აღქმის არაცნობიერ ფორმად, აგრეთვე ხელოვნებაში შემოქმედებითი პროცესის ინდივიდუალურ საწყისად.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9