1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არქ არშ არჩ

არჩევნები

  1. E. Election
    ხმის მიცემის პროცედურა, რომლის შედეგადაც პიროვნება იკავებს პოსტს, ან თანამდებობას ამომრჩევლების, ან მათი წარმომადგენლების მიერ მიცემული ხმების რაოდენობის შესაბამისად. ყველა სახელმწიფოსათვის ა-ის ერთიანი პროცედურა არ არსებობს. ეროვნული (სახელმწიფო) სუვერენიტეტის არსებობისას სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების უფლება პერიოდულ და თავისუფალ არჩევნებში გამოხატულ ხალხის ნებას უნდა ეფუძნებოდეს. ხალხის ნება შემდეგ ფაქტორებს მოიცავს: 1. საყოველთაო და თანაბარი საარჩევნო უფლება; 2. ქვეყნის მართვაში მონაწილეობის უფლება პირდაპირ, ან თავისუფალი არჩევნების შედეგად არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით; 3. საკუთარ ქვეყანაში სახელმწიფო სამსახურის მიღების თანასწორი უფლება; 4. ფარული კენჭისყრის, ან არჩევნების ანალოგიური პროცედურის უფლება, რომელიც ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოხატვას უზრუნველყოფს; 5. მშვიდობიანი შეკრებების თავისუფლება; 6. ასოციაციების თავისუფლება; 7. სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება, ნებისმიერი სახის ინფორმაციის და იდეების ზეპირად, წერილობით, ან ბეჭდვითი სახით მოძიების, მიღების და გავრცელების უფლების ჩათვლით; 8. ქვეყნის მოქალაქეთა უფლება - შეცვალონ მმართველობის ფორმა კონსტიტუციური პროცედურების საშუალებით.
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ან ორგანიზაციის წარმომადგენლად რომელიმე პირის დასახელება. ა–ის ინსტიტუტი წარმომადგენლობითი ხელისუფლების აუცილებელი შემადგენელი ელემენტია და ფუნქციონირებს ყველა თანამედროვე არაპირდაპირ დემოკრატიაში. ა–ით ხორციელდება მოქალაქეთა მმართველობითი უფლებების დელეგირება კონკრეტული პირების, დელეგატებისადმი. ავტორიტარულ რეჟიმებშიც შეიძლება გაიმართოს ა., მაგრამ ამ დროს ან მხოლოდ ერთი კანდიდატია ასარჩევი (როგორც მაგ., ყოფილ საბჭოთა პრაქტიკაში), ან საარჩევნო სისტემაში გამეფებული კორუფცია ყოველგვარ აზრს უკარგავს არჩევნებს.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9