1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ აჯ
აღკ აღმ აღნ აღრ აღქ აღწ

აღმასრულებელი ხელისუფლება

  1. E. Executive
    ხელისუფლების ერთ-ერთი შტო, რომელიც პრაქტიკულად აღასრულებს კანონებს, ხელშეკრულებებს და ა.შ. ბევრ ქვეყანაში ა.ხ. დემოკრატიის საზიანოდ დე ფაქტო დომინირებს ხელისუფლების დანარჩენ ორ შტოზე (საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება). ზოგ ქვეყანაში ა.ხ. ფაქტიურად იმყოფება შეიარაღებული ძალების, ან ეკონომიკური ელიტის გავლენის ქვეშ.
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. ხელისუფლების ერთ-ერთი შტო, რომელიც არსებული კონსტიტუციისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე ახორციელებს ქვეყნის მართვას. ა.ხ. ქვეყნის, სახელმწოფო ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი დანაყოფია. მიუხედავად იმისა, რომ ა.ხ. ყველა სახელმწიფოში არსებობს, იგი სხვადასხვა სახისაა იმის მიხედვით, თუ როგორია პოლიტიკური რეჟიმი ქვეყანაში. თუ მხედველობაში არ მივიღებთ ავტორიტარულ რეჟიმებს, სადაც ხელისუფლების დანაწილება დამოუკიდებელ ერთეულებად არასაკმარისად ხორციელდება ან საერთოდ არ ხორციელდება, დემოკრატიულ ქვეყნებში ა. ხ. ორი ძირითადი სახით არის წარმოდგენილი: ერთი მათგანის ტიპური ნიმუშია შეერთებული შტატების ა. ხ. რომელსაც პრეზიდენტი მეთაურობსა. საპრეზიდენტო ა. ხ. შედგება მინისტრებისა და სხვა უმაღლესი სახელმწიფო მოხელეებისაგან, რომელთაც პრეზიდენტი ნიშნავს და ხელმძღვანელობს. პრეზიდენტი ასევე განსაზღვრავს ძირითად პოლიტიკურ კურსს, რომელსაც ახორციელებს ადმინისტრაცია. ამასთან, საპრეზიდენტო ხელისუფლება შეერთებულ შტატებში შეზღუდულია კონგრესით და დამოუკიდებელი სასამართლო ორგანოებით, რომელთა ერთ-ერთი ფუნქცია იმის ზედამხედველობაა, რომ ა.ხ-ის მოქმედება არ გასცდეს კონსტიტუციის ფარგლებს. ა. ხ.-ის მეორე ტიპის ნიმუშად შეგვიძლია დავასახელოთ დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო ხელისუფლება. აქ ა. ხ. წარმოდგენილია მინსტრთა კაბინეტით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს და რომლის წევრებიც აირჩევიან პარლამენტართა რიგებიდან. კაბინეტური ა. ხ-ის უმნიშვნელოვანეს სპერციფიკას შეადგენს კაბინეტის წევრთა მიერ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა კოლეგიური მიღება და კოლექტიული პასუხისმგებლობა მათზე.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  3. E. executive authority
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9