ცივი ომის პერიოდში არსებული დიქოტომია, ერთი მხრივ, ევროპისა და ამერიკის განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებსა და, მეორე მხრივ, სოციალისტური ბანაკის - აღმოსაველთ ევროპის სახელმწიფოებსა და საბჭოთა კავშირს, აგრეთვე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის. ,,დასავლეთის“ ბანაკს მიეკუთვნებოდნენ ნატოს სამხედრო ბლოკის ქვეყნები, იაპონია და მათი მომხრეები. ,,აღმოსავლეთის“ ბანაკში კი შედიოდნენ ,,ვარშავის ხელშეკრულების“ სახელმწიფოები. ა-დ-ის დაპირისპირების თემა ცივი ომის დასრულების შემდეგ ნაკლებად აქტუალურია.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]