1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბე ბენ

ბენილუქსი

  1. E. Benelux
    ბელგიის, ნიდერლანდებისა და ლუქსემბურგის ეკონომიკური ასოციაციის - ბენილუქსის ხელშეკრულება 1960 წელს ამოქმედდა. ეკონომიკური თანამშრომლობის პირველი ცდები ამ სამ მეზობელ ქვეყანას შორის 1919 და 1932 წლებში წარუმატებლად დასრულდა. 1944 წელს სამივე ქვეყნის მეთაურებმა მოილაპარაკეს ომის შემდგომ ეკონომიკური თანამშრომლობისათვის ერთიანი სამსახურის შექმნაზე. 1948 წელს დაარსდა ბენილუქსის საბაჟო კავშირი, რითაც შემუშავდა ერთიანი საგარეო სავაჭრო ტარიფები და გაუქმდა სავაჭრო გადასახადები სამ ქვეყანას შორის. ასევე გადაწყდა, რომ სამივე ქვეყანას ეყოლებოდა ერთობლივი წარმომადგენლობა საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმებზე. ევროგაერთიანებაში ერთიანი ბაზრის შექმნამ ბენილუქსის ეკონომიკური კავშირის მნიშვნელობა ნაწილობრივ შეასუსტა.
    Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
  2. ბელგიის, ნიდერლანდისა და ლუქსემბურგის ეკონომიკური გაერთიანება.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9