1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბი ბიბ ბიდ ბიზ ბიკ ბილ ბინ ბიო ბიპ ბირ ბის ბიტ ბიუ ბიჰ

ბიპოლარულობა

ტერმინი დაკავშირებულია ცივი ომის პერიოდთან, როცა საერთაშორისო სისტემის სტრუქტურაში ორი აშკარა პოლუსი - ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი იყო გამოკვეთილი. თითოეულ მათგანს ჰყავდა მთელი ჯგუფი სატელიტი სახელმწიფოებისა, რომლებიც პოლიტიკურად, ეკონომიკურად და იდეოლოგიურად ამ ორ ზესახელმწიფოზე იყვნენ დამოკიდებულნი. აღნიშნული ორი ბლოკის ურთიერთდაპირისპირება განსაზღვრავდა კიდეც სისტემის ხასიათს. ბიპოლარული სისტემა გულისხმობს ძალთა გარკვეულ განაწილებას პოლუსებს შორის, მაგრამ იგი არ წარმოადგენს ძალთა წონასწორობის სისტემას. ბ. შეიძლება იყოს ხისტი და რბილი. ხისტი ბიპოლარული სისტემის დროს პრაქტიკულად ყოველი ქვეყანა ორიდან ერთ-ერთი ბლოკის წევრია (მაგალითად, ცივი ომის საწყის ეტაპზე, 50-იანი წლების შუა ხანებამდე), რბილი ბიპოლარული სისტემის დროს კი სახელმწიფოთა მნიშვნელოვანი რიცხვი არ შედის არც ერთ და არც მეორე ბლოკში და საერთაშორისო სისტემაში ცალკეა წარმოდგენილი (საერთაშორისო სისტემა 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან ცივი ომის დამთავრებამდე) (შდრ. უნიპოლარიზმი).
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9